ხუთშაბათი, 11.28.2024, 9:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

Мой сайт

მინი-ჩეთი

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2015 » მაისი » 12 » აირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ
3:37 PM
აირჩიე სახე, რომელიც ყველაზე მეტად გაღიზიანებს და გაიგე შენი ჩახშობილი მიდრეკილებების შესახებ


ის, რაც სხვებში გვაღიზიანებს, საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება - კარლ იუნგი.
ეს ტესტი მეოცე საუკუნის ცნობილი უნგრელი ფსიქიატრის ლეოპოლდ ზონდის მიერაა შედგენილი. იგი იმდენად პოპულარული იყო 30-40 იან წლებში, რომ როცა ნაცისტებმა ოჯახთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკის გზას გაუყენეს, ორიათასმა ამერიკელმა გადაიხადა მისი გამოსასყიდი თანხა. იგი ძალიან ძლიერ ფსიქიატრად ითვლებოდა, თუმცა სამწუხაროდ მისი შრომების უმეტესობა შემონახული არ არის, ამიტომ თანამედროვე სამყაროში შედარებით ნაკლებად იცნობენ. სამაგიეროდ, ეს ტესტია იმდენად ცნობილი, თქვენ თუ აქამდე არ გაგიკეთებიათ, პირადი ფსიქოანალიტიკოსი სამსახურიდან გყავთ დასათხოვი.


ზონდი მიიჩნევდა, რომ ყველა მენტალური გადახრის ერთი თეორიით ახსნა შეიძლებოდა. მისი თეორია ,,დრაივის თეორია" გახლდათ. იგი ფიქრობდა, რომ ყველა ადამიანს ჰქონდა თანდაყოლილი 8 სახის დრაივი, რომელთა იმპულსების ჩახშობა არ ჩახშობით იქმნებოდა ადამიანის ხასიათი და ზონდმა ეს დრაივები ფსიქიკურ დაავადებებს შეუსაბამა. მაგალითად, ემოციები, რომლებიც შემდგომში ბოღმისა და შურის სახით ამოხეთქვენ ხოლმე ეპილეფსიურ დრაივად მოიაზრება. ფსიქიატრი ამ დრაივებს ერთად აჯგუფებდა და მერე თითოეულ დრაივს თავის თავში შლიდა. მაგალითად, სადისტური დრაივი თავის თავში მოიცავდა სხვების მიმართ სადისტურ გამოვლინებებს და საკუთარი თავის მიმართ სადისტურ გამოვლინებებს – მაზოხიზმს. გარდა ამისა, კლასიფიკაცია ხდებოდა იმის მიხედვითაც, ეს ადამიანები ყველასთან გამოხატავდნენ ამ იმპულსებს, თუ მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ირჩევდნენ მსხვერპლად. ზოგჯერ დრაივი მხოლოდ დამახინჯებული ფორმით არ მჟღავნდება, თუკი მოხდა იმპულსების ჩახშობა, ეს მენტალურ დაავადებებს იწვევს, თუმცა ჯანსაღ სექსუალურ იმპულსად ან პერსონალურ ამბიციადაც შეიძლება გამოვლინდეს.

ეს ტესტი ფსიქიატრიის უმთავრეს პრინციპზეა დაფუძნებული, რომ ის თვისებები, რაც ჩვენ სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს, არის თვისებები, რომელიც საკუთარ თავში გვაღიზიანებდა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე და მისი ცნობიერიდან განდევნა მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ ზონდიც პაციენტებს იმ ფსიქოპატების ფოტოებს უჩვენებდა, რომლებში ეს დრაივები ძალიან აშკარად იყო გამოვლინებული და ამ გზით მათ მიერ უარყოფილი და ქვეცნობიერში გადატანილი იმპულსების ზედაპირზე ამოტანას ახერხებდა, მოკლედ ბნელ მხარეებს შიფრავდა.

სანამ ტესტზე გადახვიდოდეთ საჭიროა იცოდეთ: რეპრესია, უარყოფა და სუბლიმაცია ადამიანის ფსიქიკის თავდაცვითი მექანიზმებია. რეპრესიას ის სურვილები და ფიქრები, რომლებიც გვაწუხებს, ქვეცნობიერში გადააქვს, უარყოფა – ის მენტალური პროცესია, როცა ჩვენ აბსოლუტურად უარვყოფთ ჩვენს იმპულსებს და რადიკალურად განსხვავებულ, საწინააღმდეგო ქცევას ვიძენთ, სუბლიმაციის დროს კი ამ ჩახშული იმპულსების სოციალურად მისაღებ ქმედებად გარდაქმნა ხდება და იგი ვლინდება ადამიანის შემოქმედების, ჰობის, პროფესიის და ა.შ. სახით.

ინსტრუქცია: ფოტოზე გამოსახულია 8 ადამიანი და მათგან ამოირჩიე ორი ისეთი, რომლის გარეგნობაც ყველაზე მეტად გაშინებთ ან ისეთ ზიზღს იწვევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოგინდებოდათ მასთან შეხვედრა, განსაკუთრებით კი მარტოს ქუჩაში ღამით, შემდეგ კი განმარტება ნახე.

გაითვალისწინეთ: ტესტის პასუხს დიაგნოზად და საკუთარ თავს ფსიქიურად დაავადებულ ადამიანად ნუ ჩათვლით. თავდაცვითი მექანიზმები ყველას გვაქვს და რეპრესიას, უარყოფას და სუბლიმაციასაც გარკვეულ დონეზე ყველანი ვეწევით. მოკლედ, ფსიქიატრის გადმოსახედიდან რომ გითხრათ, თავს ავადმყოფად ნუ ჩათვლით, რადგან ყველანი ავადმყოფები ვართ :)))

ტესტის ორიგინალი ვერსია ამგვარი 8 ფოტოანი კოლაჟის 6 წყებას მოიცავდა და მათზე სადისტები, მანიაკები, ეპილეფსიით, კატატონიით, შოზოფრენიით, ისტერიითა და დეპრესიით დაავადებული ადამიანები იყვნენ გამოსახულნი. სამწუხაროდ, მთლიანად ტესტი და მათი ინტერპრეტაციები იმდენად ვრცელია ერთ პოსტში ნამდვილად ვერ დაეტევა, ამიტომ ჩვენ მხოლოდ ნაწილს შემოგთავაზებთ. აქედანაც საკმაოდ ბევრის გაგებას მოახერხებთ საკუთარი თავის შესახებ.

მაშ ასე, ვირჩევთ იმ ადამიანს, რომლის სახის დანახვა ყველაზე მეტად გვთრგუნავს და ვნახულობთ პასუხებს - პასუხების ნახვა. 
წყარო: gogaggg.com

ნანახია: 489 | დაამატა: DVICIO | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar

შესვლის ფორმა

ძებნა

კალენდარი

«  მაისი 2015  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჩანაწერების არქივი